logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილისა და ბიძინა კუჭავას საქმეების გამოძიება დასკვნით ეტაპზეა!
- +

3 მაისი. 2016. 23:26


ეროსი კიწმარიშვილისა და ბიძინა კუჭავას საქმეების გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახაებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბათუმში, ჟურნლისტებტან საუბრისას განაცხადა.


 "ორივე საქმეზე პროცესი დასკვნით ეტაპზეა და როგორც კი სამართლებლივ შეფასებას გავაკეთებთ, ვაცნობებთ ამის შესახებ საზოგადოებას" - აცხადებს ირაკლი შოთაძე.


რაც შეეხება ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას საქმეების გაერთიანებას, შოთაძის განმარტებით, პროკურატურა საქმეების გაერთიანებას არ აპირებს.


ეს ორი საქმე არ გაერთიანდება, რადგან სხვადასხვა ეპიზოდებია. ერთ შემთხვევაში არის ჩვენი პროკურორის მკვლელობის საქმეზე გამოძიება, მეორე შემთხვევაში კი ბიძინა კუჭავას დაკავების მომენტში თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება. ეს არის ორი ინდივიდუალური და დამოუკიდებელი გამოძიება და ამ ეტაპზე საფუძველი, რომ გაერთიანდეს, არ არსებობს", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner