აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 634 პატიმარი შეიწყალა.
შეწყალებულებს შორის უცხო ქვეყნების 39 მოქალაქეა, მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქე, 5 - ჩინეთის, ოთხ-ოთხი რუსეთისა და ირანის, სამ-სამი თურქეთისა და ბანგლადეშის, ორ-ორი თურქმენეთისა და ყაზახეთის და ასევე უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები. შეწყალებულებს შორის ასევე 12 ოპოზიციონერია.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი 28 მაისს აღინიშნება.