logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: მოვიმარაგოთ პოპკორნი და ვუყუროთ, როგორ გაარჩევენ საქმეს ერთმანეთთან მიშა და გვარამიას ბენდი!
- +

25 მაისი. 2018. 14:15

 

 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილს უნდა უახლოეს არჩევნებში კარგი შედეგის ჩვენება, რომ მერე იოლად მოაწყოს ბუნტი.

 

 

„პოლიტიკური პარტიის ამოცანა არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლაა. ეს აქსიომა გახლავთ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტია ბუნტს გეგმავს).

დღეს მიშას უნდა უახლოეს არჩევნებში კარგი შედეგის ჩვენება, რომ მერე იოლად მოაწყოს ბუნტი. ამ ამოცანაში გადამწყვეტი როლი „ცრუსთავს“ ენიჭება. შესაბამისად „ცრუსთავმა“ დღე x-ისთვის უნდა შეინარჩუნოს მასების ემპათია.

ამას ძალიან უშლის ხელს გვარამია-გაბუნიას ყოვლად არასაჭირო ცუღლუტობანი რელიგიურ ნიადაგზე.

 

თუ მიშამ გვარამია-გაბუნიას წყვილს ვერაფერი ვერ დააკლო, მაშინ მას ძალზედ გაუჭირდება მასების გულის მოგება.

შესაბამისად, თუ ნიკა-გაბუ განაგრძობენ მოსახლეობის უმრავლესობისათვის თავის შეზიზღებას, ამით მიშა სანუკვარ მიზანს შორდება, რადგან ტელევიზია დაკარგავს ეფექტურობას როგორც პოლიტიკური იარაღი.

შესაბამისად, მიშას აქვს არჩევანი: გაასხმევინოს გვარამიას და მის ამალას, ან გაატაროს მათი დაუმორჩილებლობის ნათლად გამოხატული აქტი, რითაც მას დიდი ზიანი მიადგება, როგორც გარკვეული აქტივების მფლობელ სერიოზულ პოლიტიკურ იგროკს.

აბსურდია, წამდაუწუმ იყვირო შენი კუთვნილი ტელევიზიის ჩართვებში, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიეკლესიური ძალაა და პახოდუ, მისცე უფლება ამავე ტელევიზიის დირექტორს, უწოდოს საპატრიარქოს ბნელების დაწესებულება.

შესაბამისად, მოვიმარაგოთ პოპკრონი და ვუყუროთ, როგორ გაარჩევენ საქმეს ერთმანეთთან მიშა და გვარამიას ბენდი!

 

მე მიშაზე ვდებ!“ - წერს რამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner