logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: საინტერესოა, რას ეტყვიან იმ ოჯახებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს სექტემბრის მოსვლის ეშინოდათ...
- +

4 მაისი. 2016. 00:00


ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ში გაჟღერებულ პათოსს, იმის შესახებ, რომ მოსახლეობას უფასო სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა არ სურს, ასე ეხმიანება:


რუსთავი 2-ზე ვიღაც კაცი ბანს აძლევს გაბუნიას და ამბობს, რომ მოსახლეობას არ უნდა უფასო არაფერიო (უფასო ჯანდაცვა, შეღავათები განათლებაში, საბავშვო ბაღები...).

 

საინტერესოა, რა პასუხს გასცემს ეს ვიღაც კაცი და თუნდაც გაბუნია იმ ათასობით ადამიანს, რომელიც დღეს ცოცხალია სწორედ სახელმწიფო პროგრამების დამსახურებით და საყოველთაო ჯანდაცვით. ან რას ეტყვიან იმ ოჯახებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს სექტემბრის მოსვლის ეშინოდათ, რადგან არ იცოდნენ საიდან მოეტანათ სახელმძღვანელოების საყიდელი ფული...

 

რა საინტერესოა, ასეთმა უგულო და ანტიჰუმანურმა ადამიანებმა როგორ იპოვეს ერთმანეთი და ამჟამად უკრაინაში ნახიზნი ბელადი..."- წერს უძილაური.   

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner