logo_geo
eng_logo
„გენერალი გიორგი კვინიტაძე - გაცოცხლებული ისტორია“ - გამოფენა რუსთაველის თეატრში
- +

25 მაისი. 2018. 17:39

 

 

26 მაისს რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გამოფენაზე საზოგადოება პირველად იხილავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექციას. კოლექცია 2007 წელს გენერლის ქალიშვილმა ნანო კვინიტაძემ შესწირა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. სამოსის რესტავრაცია უზრუნველყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

 

26 მაისს საზოგადოება იხილავს: გენერლის მუნდირებს, სამხედრო პერანგს, ჩოხა-ახალუხსა და ქალის ქართულ შესამოსელს.

 

აღნიშნული კოლექცია ერთადერთია ქართულ რეალობაში. ეს ექსპონატები ერთდროულად წარმოადგენს საქართველოს სამხედრო, პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიას.

 

გამორჩეულად საინტერესოა ეროვნული სამოსი - გიორგი კვინიტაძის ჩოხა-ახალუხი და ქალის საზეიმო კაბა, სრული მორთულობით. ამ სამოსით ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებული შემთხვევების დროს იმოსებოდნენ. მათ შორისაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner