„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემატიკით გაფორმება დაასრულა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად 26 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.
„საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ ქვეყანას მოიცავს. პირველი, რაც ჩვენს საქართველოს ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, საზეიმოდ გაფორმებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებია“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.