logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ყურადღება! ეს ჩვენს დედებს, მეუღლეებს, შვილებს ეხება!
- +

4 მაისი. 2016. 00:17


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ქართველი ემიგრანტების შესახებ წერს:


„ყურადღება!!!

ეს ბევრ ჩვენ თანამემამულეს ეხება - ჩვენ დედებს, დებს, მეუღლეებს, დეიდებს, შვილებს და ბებიებს.

როგორც იქნა - მათი შრომა დარეგულირდება კანონით, დაცული იქნება დაზღვევისა და საპენსიო პროგრამებით.

იმედია ბევრი მათგანის ყოფას, ეს სიახლე - შეამსუბუქებს!"



შინამოსამსახურეებსა და ძიძებს, რომელთა უმეტესობა ემიგრანტი ქალია, ევროკავშირში ოფიციალური სტატუსი უნდა მიეცეთ, - შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო.


ევროპარლამენტარების რეკომენდაციით, უნდა შემუშავდეს ადვილად სამართავი მოდელები, რომლებიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ლეგალური ურთიერთობების დამყარებაზე იქნება ორიენტირებული. ეს კი ბოლოს მოუღებს არადეკლარირებულ და არასაიმედო დასაქმებას ოჯახებში. როგორც კანონმდებლები აცხადებენ, მსგავსი მოდელები საფრანგეთსა და ბელგიაში უკვე ფუნქციონირებს.


შინამოსამსახურეები და ძიძები გვეხმარებიან, მივყვეთ ჩვენს კარიერას და დავტკბეთ სოციალური ცხოვრებით. მათ ვანდობთ საკუთარ სახლებს, ბავშვებსა და მშობლებს, თუმცა, თავად უჩინარი, არადეკლარირებული სოციალური იზოლაციისა და დაუცველობის მსხვერპლნი ხდებიან. ამასთანავე, უმეტესობა ქალია, რომლებსაც საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი აქვთ, გამოსასვლელი დღის გარეშე, არ აქვთ სამეციდინო დაზღვევა და საპენსიო გეგმა", - განაცხადა რეზოლუციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კოსტადინკა კუნევამ.

 

ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობისა და შრომის ბაზარზე ქალების აქტიური შემოდინების გათვალისწინებთ, როგორც არასდროს, გვჭირდება ისინი (შინამოსამსახურეები). ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი მათ უფლებას აძლევენ, იმუშავონ ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის", - აღნიშნა მან.


შინამოსამსახურეთა და ძიძების ღირსების შესახებ შრომის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ყველა ანტიდისკრიმინაციულ კანონში უნდა დაფიქსირდეს, მათ უფლება უნდა მიეცეთ, შევიდნენ პროფკავშირებში, - მითითებულია ტექსტში.


გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა სახლში დასაქმებულები უნდა უზრუნველყონ ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვით (ისევე როგორც ბავშვები და მოხუცები), ხელსაყრელი და ლეგალური კარიერული შესაძლებლობებით სოციალური დაცვის სამსახურებში.


ევროპარლამენტარების თქმით, საჭიროა, ასევე შინამოსამსახურეების „პროფესიონალიზაცია", რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური უფლებების დაცვას. გარდა ამისა, დეპუტატებმა ევროკომისიისგან არაპროფესიონალი ძიძების სტატუსის აღიარების შესახებ კანონმდებლობის შემუშავება მოითხოვეს, რომლის თანახმად, ძიძები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხელფასითა და სოციალური დაცვით მანამდე, ვიდრე კვალიფიკაციას აიმაღლებენ.


მხოლოდ ინსპექტირების ადეკვატურ მეთოდებსა და ჯარიმებს შეუძლიათ, შეაჩერონ ადამიანთა ტრეფიკინგი და შინამოსამსახურეების ფინანსური ექსპლუატაცია", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.  ინფორმაციას eugeorgia.info ავრცელებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner