logo_geo
eng_logo
მერაბ ჯანიაშვილი: ფინანსთა მინისტრის ინიციატივა სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული
- +

25 მაისი. 2018. 21:09

 

 

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომელიც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტს ეხება ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აფასებს.

 

„ეს ცვლილებები სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული და ვფიქრობ, აუცილებელია მათი გატარება. მნიშვნელოვანია, თუნდაც ის პუნქტი, რომ საკრედიტო ინსტიტუტს არ უნდა ჰქონდეს იმ ქონების წართმევის უფლება, რომელიც გირაოში არ არის ჩადებული. ბევრი უსამართლობაა საკრედიტო ბაზარზე, საკრედიტო ინსტიტუტების სასარგებლოდ. იგივე ეხება ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდების აკრძალვას, და არ შეიძლება ეს აღქმული იყოს, როგორც ბიზნესის წამოწყებისა და გაფართოებისათვის რესურსის შემცირება, რადგან სალომბარდე მომსახურების გადასახადი საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჯარიმების დარიცხვას, - როდესაც ადამიანს აკისრებ ჯარიმას მთლიანი სესხის თანხაზე, როდესაც შესაძლოა, სესხის ნახევარი უკვე დაფარული აქვს, ესეც უსამართლობაა. აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაზე დადებითად აისახება. მივესალმები ფინანსთა მინისტრის ინიციატივას და მიკვირს, რომ ის არა ეროვნული ბანკისგან, არამედ ფინანსთა სამინისტროსგან მოდის“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივა საკანონმდებლო პაკეტად გადაკეთდება და ამოქმედდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner