logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: აღსრულდა! 12 წლის ლოდინის შემდეგ, სამართალი ურმით ჩვენამდეც მოგორდა!
- +

25 მაისი. 2018. 21:58

 

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აღსრულდა! 12 წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, სამართალი ურმით ჩვენამდეც მოგორდა!

 

სააპელაციო სასამართლო დღეს უკანონოდ და ბათილად გამოაცხადა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩვენთვის, 12 პოლიტპატიმრისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვით ბრალი შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობაში დაგვედო და რის საფუძველზეც რეჟიმმა ციხეში სრულიად უდანაშაულო ადამიანებს მრავალი წელი გაგვატარებინა!

 

დიდი მადლობა ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უშუალო ხელშეწყობით ამ საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო!

 

ობიექტურობისთვის დიდი მადლობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ჩვენს ადვოკატებს - გელა ნიკოლაიშვილს და მარი შათირიშვილს; ჩვენი საქმის პროკურორ ემზარ გაგნიძეს და გამომძიებელ შოთა კაკულიას, ასევე პროკურატურის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ირაკლი ნადარეიშვილს!

 

მათ ხელახლა და ამჯერად უკვე ობიექტურად გამოიძიეს ჩვენს მიმართ შეთითხნილი ცილისმწამებლური ბრალდება, შეკრიბეს ახალი გარემოებები, დაკითხეს ყოფილი ცრუმოწმეები, მათ შორის სააკოვის რეჟიმისდროინდელი კუდის მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩვენს მიმართ ბრალდებები იყო ყალბი, ხოლო ჩვენი დაპატიმრება - პოლიტიკურად მოტივირებული! ამ 12 წლის განმავლობაში, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას ველოდით, 12-დან 2 ჩვენი მეგობარი - რევაზ ბულია და თეიმურაზ ჟორჟოლიანი დაგვეღუპნენ - დღევანდელი გამარჯვება მათ სულებს მივახარეთ!

 

ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ჩვენს საქმეში უკვე გამოკვეთილია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და დათა ახალაიას წვლილი. მათთან ერთად, უკვე გამოკვეთილია სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირების ინტერესი. უკვე დადგენილია, რომ შეთქმულება ჩვენ კი არ მოვაწყვეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა მოაწყო 12 უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებას დღემდე აგრძელებს სააკოვის და „ნაცების“ ბინძური რუპორი - ელისო კილაძე! საჯაროდ ვდებ პირობას - არ მოგასვენებთ, ვიდრე სათითაოდ ყველა, დამკვეთიდან დაწყებული - შემსრულებლებით დამთავრებული - პასუხს კანონის წინაშე არ აგებთ ჩვენი ოჯახის წევრების დაღვრილი ცრემლის თითოეული წვეთისთვის!

 

ჩვენი დღევანდელი გამართლება სრულიად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა პოლიტპატიმრის გამარჯვებაა! დიდი მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც რეპრესიის მძიმე წლებში - ვიდრე დღევანდელ გამარჯვებამდე - მხარში და გვერდში გვედგნენ და ჩვენს გასაჭირს იზიარებდნენ. ამიერიდან, ერთმანეთისთვის მხოლოდ გამარჯვებები მიგველოცოს!“ - წერს დავითაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner