logo_geo
eng_logo
„სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოს, შეზღუდოს რელიგიური თაყვანისცემის საგნებისადმი პროვოკაციული ფორმით თავდასხმა“
- +

25 მაისი. 2018. 22:59

 

 

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იმ ამონარიდს ავრცელებს, რომელიც სახელმწიფოს მორწმუნეების რელიგიური გრძნობების დაცვას ავალდებულებს.

 

„ამონარიდი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:

 

საქმე: otto-Preminger-Institut v Austria (1994) 19 EHRR

 

„თუ კრიტიკა შეურაცხყოფს მორწმუნეებს, სახელმწიფოს წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელი გამოხდომებისაგან და უზრუნველყოს მათი მხრიდან რელიგიური უფლებებით მშვიდობიანი და დაუბრკოლებელი სარგებლობა. ამ პოზიტიურ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სახელმწიფოს თავად აქცევს რელიგიურ უფლებათა დამრღვევად. სასამართლო, შეფასებისას, ხისტი და უკომპრომისო იქნება, რადგან რელიგიური მშვიდობა არის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება და საზოგადოებრივი წესრიგის განუყოფელი ნაწილია. სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოს პირდაპირ შეზღუდოს რელიგიური თაყვანისცემის საგნებისადმი პროვოკაციული ფორმით თავდასხმა და განსაკუთრებით ამის საჯაროდ ჩვენება, ასევე ნებისმიერი კრიტიკა, რაც ღვთის გმობად, შეიძლება შეფასდეს“, - ნათქვამია ნაცვლიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner