logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლაიშვილი: გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას გაუმართლათ, რომ საქმეს კომპეტენტური ახალგაზრდები იძიებენ!
- +

4 მაისი. 2016. 00:46


 

„ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ მომხდარა" - ამის შესახებ დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა, მაია ნიკოლაიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


„კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა ჩემს მიერ გაცემულ დასკვნას არანაირად არ ეწინააღმდეგება. სამხარაულის ექსპერტიზაში არგუმენტების გაბათილება არ მომხდარა და ვერც მოხდება, რადგან ეს შუძლებელია", - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.


„კომისიის დასკვნაში წერია, რომ ვინაიდან კონკრეტული იარაღი, კონკრეტული მაყუჩი და ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება არ არსებობს, მაყუჩზე მსჯელობა უბრალოდ, არ მიდის.

მე დასკვნას დავეთანხმე, მაგრამ გავაკეთე დამატება, რომ მართალია, იარაღი და მაყუჩი  არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ბრალდებულები, რომლებსაც ბრალად ამ სისტემის მაყუჩიანი იარაღით განხორციელებული მკვლელობა ედებათ და რომლებიც ციხეში სხედან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შესაძლებელია, ანუ, მასალები 2002 წელს ჩატარებულ კვლევას და ექსპერიმენტს უნდა შევადაროთ, რითაც მაყუჩის მოქმედება გამორიცხულია," - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას გაუმართლათ, რომ საქმეს კომპეტენტური ახალგაზრდები იძიებებენ.


"ამაყი ვარ, რომ ვნახე კომპეტენტური ახალგაზრდები, რომლებიც დასკვნაზე მსჯელობისას სიღრმეებში შემომყვნენ და  გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას გაუმართლათ, რომ საქმეს ასეთი ახალგაზრდები იძიებებენ", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner