გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მადლობა მინდა გითხრათ ყველას ჩემი „პირველი“ დაბადების დღის მოლოცვის, საუკეთესო სურვილების, ტკბილი მოგონებების და წრფელი ემოციებისათვის! ვიცი, ეს საზიარო მადლობა გულს არ ათბობს და სულს არ ანათებს, უფრო მოვალეობის მოხდასა ჰგავს და ვეცდები, ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითიდღე შანსი არ გავუშვა ხელიდან, რომ დაგიბრუნოთ სითბო და სიყვარული, რომლითაც გაჯერებული იყო თქვენი გზავნილები.
P.S. გასული წლის 19 ოქტომბერს ღვთის ნებითა და კეთილი ადამიანების თანადგომით ხელახლა დავიბადე. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. მინდა, წინ დავახვედრო ქვაზე დადებული სიკეთე“, - წერს აგულაშვილი.