„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გთხოვთ გაავრცელოთ!!! ეს უნდა იცოდეთ!!!
იცით თუ არა თქვენ, რომ, ყოველი თქვენთაგანი, აფინანსებს „რუსთავი 2“-ს, ან იმ ტელევიზიას, რომელსაც უყურებს?!
დიახ ბატონებო!!!
საქართველოში დანერგილი ტექნოლოგიით, როცა თქვენ აიღებთ და გადართავთ „რუსთავი 2“-ზე, ან რომელიმე სხვა არხზე, ეს ფიქსირდება ეგრეთ წოდებულ „ფიფოლმეტრით“!!!
ანუ, ცნობილია რომელ საათებში, რომელ არხზე აქვს გადართული მაყურებელს და ხდება მაყურებლის რაოდენობის ზუსტი გაზომვა ეგრეთწოდებული „ფიფოლმეტრით“!!!
და შემდეგ, ამ გაზომვის შედეგების მიხედვით, სარეკლამო კომპანიები ადგენენ, რომელ ტელევიზიაში და რა ფასად განათავსონ რეკლამა!!!
ანუ, როცა თქვენ იღებთ პულტს და გადართავთ „რუსთავზე“, იმ წუთიდანვე იწყებთ იმ ტელეკომპანიის დაფინანსებას, რომელიც ასე უტიფრად არის დაკავებული ღმრთის გმობით, ღმერთის, ერისა და ეკლესიის შეურაცხყოფით, ნარკომანიის და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით!!!
აი, ეს მინდოდა რომ გცოდნოდათ!!!
P.S. ხო მართლა, თქვენ შეგიძლიათ აღარ გადართოთ „რუსთავზე“ და მაშინ ეს კომპანია ან გაკოტრდება და გვარამიას და გაბუნიას ვეღარ გადაუხდის ხელფასს!!!
ან „გამოსწორდება“ და შეწყვეტს ამ უმსგავსო „საქმიანობას“, - წერს ბაღათურია.