დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ღონისძიებების აღნიშვნა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.
ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორები საბრძოლო ტექნიკას აცნობენ. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები.