logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: ასეთი რამეები მჭირს...
- +

4 მაისი. 2016. 01:53



მსახიობ ზურა ყიფშიძესთან ინტერვიუს გაზეთი „კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:



- ბატონო ზურა, „სოციუმი სჭამს ხალხს", თქვენი­ ფრაზაა.


- სჭამს, აბა, რას შვება! იცი, როგორ­ უჭირდა ხალხს, მაგრამ ყველა ერთად ვიყავით, შინ ღუმელი გვედგა ფანჯრებში გადმოყოფილი საკვამლე მილებით... მაშინ ერთსულოვნება იყო, რომანტიზმიც კი, შეიძლება სულელური, მაგრამ მაინც...


ახლა კი თავს ვეკითხები: სულ ეს იყო ის, რაც ვნახე?! ამას ვუტოვებ შვილებსა და შვილიშვილებს?! შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ პესიმისტი ხომ კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია... ასეთი რამეები მჭირს, ჩემმა ქალიშვილმა კი აიღო და დააბრეხვა...


ჩემს ბიჭს სულ ვეუბნები, შენთან ერთად დაზვერვაში"კი არა, ლუდის საყიდლად არ წამოვალ გასტრონომში-მეთქი, უდარდელაა. გოგოსთან ერთად კი დაზვერვაშიც წავალ და საბრძოლველადაც. ნერვებს კი მიშლის, მაგრამ ერთგულია... ძაღლიც გოგო მყავს­ და ისიც ერთგულია. გამოდის, ქალები ძლიერები არიან... რა ძლიერი ვარ ახლა მე?! წუწუნა კაცი ვარ. ხანდახან ჯაჯღანაც.


- პოლიტიკაში მოსვლაზე თუ გიფიქრიათ?


- შემოთავაზება მქონდა, თან არაერთგზის, მერე, რომელიღაც მთავრობის დროს მიხვდნენ, რომ არ მაინტერესებდა და შემეშვნენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner