logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ამით არ მორჩება და არც სირცხვილით გაწითლდება ვინმე!
- +

4 მაისი. 2016. 02:06



გადაცემა „2030"-ის მთავარი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქში" წერს:


ცოტა ხნის წინ ატყდა ამბავი, ბიძინა ხეს ჭრის და ბუნებას ანადგურებსო, იყო წიოკი.

 

და რა აღმოჩნდა საბოლოოდ?! თურმე რკინიგზისპირას მდგარი და მოსაჭრელად განწირული ხე პარკში გადაურგავთ; თუმცა, ამ ალიაქოთში ისიც გაირკვა, რომ იმ ადგილას 9 ჰექტარი მიწა თავის დროზე "ნაციონალურ ხელისუფლებას" კანონდარღვევით ერთ ლარად უჩუქებია დაუდგენელი ვიღაცისთვის.

 

შერცხვა ვინმეს?! რასაკვირველია, არა! მაშინვე შემდეგი სერია დაიწყეს!

 

ახლა განმუხურში ჩეხავს ხეებს და ბუნებას სპობსო.

 

და რა აღმოჩნდა საბოლოოდ?! განმუხურში მეჩხერი ბუჩქნარის ადგილას (ვინც ყოფილა, იცის), უნიკალური ტყე-პარკი შენდება და სასტუმრო.

 

შერცხვა ვინმეს?! რასაკვირველია, არა! მაშინვე შემდეგი სერია დაიწყეს!

 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბიძინა დავინახეთ და ზუსტად ვიცით, რომ გაჩეხვას უპირებსო!

 

და რა აღმოჩნდა საბოლოოდ?! თურმე, მოუვლელობით გავერანებულ პარკს ეხმარება, რომ გალამაზდეს და ადამიანებს იქ შესვლა გაუხარდეთ!

შერცხვა ვინმეს?! რასაკვირველია, არა! შემდეგი სერია დაიწყეს!

 

უსირცხვილო და პირშიპაპიროსიანი ტყუილი - ივანიშვილი ახლა, თურმე, თბილისის ბოტანიკურ ბაღს ანადგურებს!

 

და რა აღმოჩნდა საბოლოოდ?! ივანიშვილი რამდენიმე ათეული მილიონით დახმარებია თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს. ბაღების ძველი და ახალი დირექტორები და ყველა ამ დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პარკები ივანიშვილმა გადაარჩინაო.

 

შერცხვება ვინმეს?! რასაკვირველია არა! დაიწყება შემდეგი სერია!

 

მაგარი ცბიერი გონება აქვს ამ მრავალსერიანი "ბოტანიკურიადას" ავტორს - ბიძინა ივანიშვილს ლამის ერთადერთი ჰობი აქვს - ბოტანიკური ბაღების გაშენება და ხეების გახარება - და, მაინცდამანც, ბოტანიკური ბაღების და ხეების განადგურებას აბრალებენ განუწყვეტლივ, სერიიდან სერიაში. მოფიქრება ხომ უნდოდა ამას?!

 

ერთი უხსენებელი პარტიის ლიდერიც ხომ ამას ამტკიცებდა, რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს მოიგონებთ, ადამიანები მით უფრო დაგიჯერებენო. ჰოდა, იძახა ასე ტყუილები და ბევრსაც დააჯერა, მაგრამ რა აღმოჩნდა საბოლოოდ?! კარგი არაფერი!

 

ტყუილების სერიალი, რასაკვირველია, ამით არ მორჩება და არც სირცხვილით გაწითლდება ვინმე!

 

შემდეგ აქციას, ალბათ, რუსთაველის თეატრის გადარჩენის მოთხოვნით გამართავენ, რომ ივანიშვილმა სახინკლედ არ გადააკეთოს! შემდეგ ოპერის დასაცავად დაიწყება ბრძოლა, ივანიშვილმა ფარდა რომ არ მოიპაროს! საფრთხეშია რაგბის სტადიონები, ივანიშვილი გადახვნას უპირებს თურმე. სამების ტაძრის ოქროს სახურავს ზეგ ან მაზეგ გადახდის და ასე დაუსრულებლად! შერცხვება ვინმეს, თუ - რა?!

 

P.S. ჩვენთან ტყუილის თქმის თავისუფლება კი არის, მაგრამ მთლად ასე უანგაროდაც არ იტყუებიან და არც ბუნება, ხე და თეატრი ადარდებთ მაგათ - "ვლასტი" უნდათ, "ვლასტი" და მაგისთვის იბრძვიან. ჰოდა ჩვენ ვისხდეთ და ვუსმინოთ, როგორ ტყუიან.

 

#ვლასტი #ბოტანიკური #ტყუილი #განმუხური #ზუგდიდი#ძალაუფლება #პარკი #ხე"

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner