logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გაგრძელება იქნება!
- +

26 მაისი. 2018. 17:49

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი გამოუცხადეთ, მაინც არ გვეშვებიან. "რუსთავი 2" გადაცემას ამზადებს, რომ „ქართულმა მარშმა“ მივაწოდეთ ინფორმაცია შსს-ს, რომ „ბასიანში“ ხდებოდა ნარკოტიკებით ვაჭრობა. დიახ! ვადასტურებ, რომ ზუსტად 1 წელი დაჟინებით ვთხოვდით შსს-ს, ჩაეტარებინა სპეცოპერაცია ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ბუდობდნენ „ბასიანში“, „გალერიში“ და სხვა ნარკოკლუბებში. ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ და ბევრად ადრე აელაგმათ  ნარკობარიგები, მაშინ ის 12 ახალგაზრდა გადარჩებოდა, რომლებიც „ბასიანში“ ნაყიდმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა. ასე რომ, ჩაგივარდა „სენსაცია“, ნიკა გვარამია! ახლა ის უფრო საინტერესოა, თუ რა კავშირი აქვს „რუსთავი 2“-ის ზოგიერთ ხელმძღვანელს ნარკოტიკებით ვაჭრობის მფარველობასთან! გაგრძელება იქნება!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner