logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ქართველებმა და აფხაზებმა ერთად აიცილეს კატასტროფა, რომელიც საერთო უბედურებას მოიტანდა!..
- +

26 მაისი. 2018. 18:43

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თურმე, ორი უმძიმესი ღამე გადაიტანა ენგურჰესმა... და საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მოზეიმე შეხვდა. ქართველმა და აფხაზმა სპეციალისტებმა ერთად გადაარჩინეს ენგურჰესის მიწისქვეშა სადგური დატბორვას და ეს იყო უდიდესი განსაცდელი და ერთად გადავრჩით. დანარჩენს მე ვერ გავთვლი, ეს ამბავი კი ნატო კორსანტიამ დაწერა და სხვას არავის არაფერი უთქვამს... ქართველებმა და აფხაზებმა ერთად, გაიგეთ, ერთადო, აიცილეს კატასტროფა, რომელიც საერთო უბედურებას მოიტანდა... ჩვენ ერთი განსაცდელები გვაქვს, ერთი მტერი გვყავდა და გვყავს, გამარჯვებებიც ერთი უნდა გვქონდეს და დღესასწაულებიც და ეს უნდა იცოდეს ყველამ და ჩვენმა აფხაზებმაც! გილოცავთ ყველას! მადლობა ქართველ და აფხაზ ენგურჰესელებს!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner