ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
მინდა, მომავალი კვირის ხუთშაბათს, 31 მაისს, საღამოს 18 საათზე მოგიწვიოთ დიდუბეში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც „ექსპო-ჯორჯიის“ მეთერთმეტე პავილიონში, ქალბატონი ლია მეტრეველი და „საქ.წიგნი“ წარადგენენ ჩემს ერთ-ერთ წიგნს - „თბილისელი ქალის ჩანაწერები“. მიხარია, ბედნიერი ვარ, გეპატიჟებით, გელოდებით და მიყვარხართ! ჩემო მეგობრებო“, - წერს მაია კახიძე.