მომღერალი ია ჩანტლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რამხელა მუხტი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებში, რომ აეშენებინათ ქვეყანა! რამდენ რამეს ჩაეყარა საფუძველი მაშინ - უნივერსიტეტიდან დაწყებული, თეატრით და კინოთი დამთავრებული.
როგორ მინდა, რომ დღესაც ასე გვინდოდეს ჩვენი ქვეყნის შენება... რაც მხოლოდ განათლებაზე გადის!!!
ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, ვასწავლოთ! ყველანაირი ძალა, რესურსი და მონდომება ჩავდოთ, რომ განათლებული თაობა გვყავდეს! მარტო ეს გვიშველის!
P.S. და დღეს რასაც ვუყურებ ტელევიზიებში, ეს ყოველდღე უნდა ხდებოდეს რაღაც დოზით, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, საიდან დაიწყო ჩვენი დემოკრატია და ვინ ვართ. უნდა არსებობდეს ეროვნული მუხტი (რაც დღეს რატომღაც ჩამქრალია ან არასწორი ფორმები აქვს) ქვეყანაში. ეს არის გამაერთიანებელი და არა სხვადასხვა ლოკალური მოთხოვნები სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან“, - წერს ჩანტლაძე.