logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი დამოუკიდებლობის სივრცეს
- +

26 მაისი. 2018. 21:26

 

„მიმაჩნია, ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობა - პოლიტიკა, გეოპოლიტიკა ისეთია, რომ არა შეერთებული შტატების გავლენა და მხარდაჭერა, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ერეკლე მეორის დილემის წინაშე“, - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „24 საათთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი დამოუკიდებლობის სივრცეს და იმას, რომ ისევ არ ვდგავართ ერეკლე მეორის დილემის წინაშე.

 

„შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი დამოუკიდებლობის სივრცეს და იმას, რომ ისევ არ ვდგავართ ერეკლე მეორის დილემის წინაშე - ვგულისხმობ არჩევანს ორ ბოროტებას შორის, როდესაც ნაკლებ ბოროტებას ირჩევ.

 

ამ მოვლენებშიც, რაც ცოტა ხნის წინ თბილისში განვითარდა, საზოგადოებრივ წიაღში აღმოცენებული ტენდენციები გამოჩნდა. მოარული ფრაზაა - „ევროპა ჩვენი სახლია“. ევროპა კი, პირველ რიგში თანაცხოვრების კულტურაა. მე და ჩემი მეუღლე შობას ლაგომაჯორეზე ვიყავით, იტალიაში. შუაღამისას, საშობაო ზარების რეკვისას - ნაწილი ტბის ნაპირებზე წავიდა დროის სატარებლად, ნაწილი - ეკლესიაში მესაზე დასასწრებად ისე, რომ ერთმანეთთან არანაირი კონფრონტაცია არ ჰქონიათ. არავის აზრად არ მოსვლია, ერთმანეთი დაეგმოთ და აგრესია გამოეხატათ.

 

თანაცხოვრების კულტურა არის კაცობრიობის უძვირფასესი შენაძენი. ამდენი ხანია ვამაყობთ ერთ პატარა მოედანზე სინაგოგის, ეკლესიის, მეჩეთის არსებობით - ესაა თანაცხოვრების კულტურა - ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რითიც გამოირჩევა ევროპა. დღეს, დაპირისპირების ფონზე, ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს ქრისტიანობაც საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია, ამითი გაღიზიანებული რაღაც ნაწილი კი საარჩევნო ბიულეტენებშიც ქრისტეს ეძებს. არც ქრისტიანობაა საბჭოთა გადმონაშთი და როცა ნიშას ვეძებთ ევროპაში, საარჩევნო ბიულეტენში ქრისტე და მესია არ უნდა ვეძებოთ, ევროპა ბიულეტენში ქრისტეს არ ეძებს, რომ შემოხაზოს“, - აცხადებს მაღრაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner