მინისტრებმა არ იციან, იქნებიან თუ არა წარმოდგენილი მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.
„ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მთავარი სულაც არ არის, ვინ ეწერება სიაში. მე ამ წუთს ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით კი, ამ თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა და არჩევნებში კენჭისყრა მისთვის არ შეუთავაზებიათ.
შეთავაზების შემთხვევაში კი, სუბარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რა შეთანხმებაც პოლიტიკურ გუნდში შედგება.