logo_geo
eng_logo
„ბაია პატარაიას, გოგი გვახარიას, ლაშა ბუღაძეს უღირთ ამხელა ზიზღის და შეურაცხყოფის ატანა!“
- +

4 მაისი. 2016. 00:17



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე  პატრიარქისა და ეკლესიის კრიტიკოსთა შესახებ წერს: 


„როცა იცი რომ მილიონობით ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაწყოფის გამო დიდი რისხვა დაგატყდება თავს და ამას მაინც აკეთებ. ალბათ, დაისმება კითხვა რა ფენომენთან გვაქვს საქმე. ნუთუ საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრისთვის ღირს ამხელა ზიზღის და შეურაწყოფის ატანა.

 

ბაია პატარაიას, გოგი გვახარიას, თამარ გურჩიანის, ლაშა ბუღაძის და ირაკლი ვაჭარაძისნაირ პერსონებს ეს არათუ უღირთ არამედ სიამოვნებთ.

 

ფეხბურთის ქართველ მსაჯს ერთხელ ვკითხე თამაშის დროს როცა ნახევარი სტადიონი შეურაწმყოფელი შეძახილებით გამკობს ეს მსაჯობაში ხელს არ გიშლის თქო. ძალიან გამაოცა ამ ადამიანის პასუხმა, რომელიც ეხლაც მახსოვს. არათუ ხელს მიშლის პირიქით აზარტში შევდივარ და დუხზე მოსული უფრო ენერგიულად ვუძღვები თამაშსო.

 

ასეა ჩვენი სექტანტებიც რაც არ უნდა შეურაცხყოფა მიიღონ საზოგადოებიდან, შემდეგ გაორმაგებული ენერგიით ლანძღავენ პატრიარქს, ეკლესიას და ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner