რეჟისორი ელდარ შენგელაია „კვირის პალიტრასთან“ მსახიობსა და რეჟისორს ბაადურ წულაძეს იხსენებს და აცხადებს, რომ ბაადურის სახით ქართულ კინოსა და კულტურას არაჩვეულებრივი ადამიანი გამოაკლდა.
„ჩვენი მეგობრობა მოსკოვიდან დაიწყო. ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში. „არაჩვეულებრივ გამოფენას“ რომ ვიღებდი, თითქმის სულ ერთად ვიყავით. მერე „ფეოლაზე“, სამხატვრო ხელმძღვანელად ამიყვანა. ბაადურის სახით ქართულ კინოსა და კულტურას არაჩვეულებრივი ადამიანი გამოაკლდა“, - აცხადებს ელდარ შენგელაია.