logo_geo
eng_logo
ოდესაში უცნობი პირები ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ
- +

4 მაისი. 2016. 03:02



ოდესაში უცნობი პირები ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ტრავმატული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია "მეშვიდე არხის" ერთი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში სამი მამაკაცი მონაწილეობდა. ისინი ქალაქში Honda-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. უცნობმა პირებმა მიმალვა შეძლეს. ოდესაში მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.


 

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner