logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ათასწლოვანი ისტორიიდან გამომდინარე, 100 წლის წინ უკვე გვქონდა ნამდვილად დემოკრატიული ღირებულებები
- +

27 მაისი. 2018. 12:06

 

 

„100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის - უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან, გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

 

„ჩვენ გვქონდა სამეწარმეო მარკეტი, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 100-ზე მეტი ბენეფიციარის შექმნილი პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ასევე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა „საქართველოს ფოსტის“ მიერ მოწყობილ სივრცეში საქართველოს ფოსტის ისტორიისა და მარკის ისტორიის განვითარებას გაცნობოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე ასევე წარმოდგენილი იყო საზღვაო აკადემია და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მრავალი საინტერესო აქტივობებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner