logo_geo
eng_logo
ედვარდ სნოუდენი: მსოფლიოში ტრამპს პუტინზე მეტად არავინ უყვარს
- +

27 მაისი. 2018. 12:35

 

 

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელის ედვარდ სნოუდენის განცხადებით, ამერიკელებს არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ სპეც პროკურორი რობერტ მიულერი ტრამპისა და მოსკოვის კავშირის დამტკიცებას შეძლებს.

 

„მსოფლიოში ტრამპს პუტინზე მეტად არავინ უყვარს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გადაჭარბებული მოთხოვნები აქვთ, თუ ფიქრობენ, რომ მიულერის გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ ობიექტურ მტკიცებულებებს აღმოაჩენს“, - აცხადებს ედვარდ სნოუდენი.

 

სნოუდენს ასევე არ სჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ს პრეზიდენტის გადაბირება შეეძლო.

 

„მართალი გითხრათ, ყველა, ვინც ტრამპის საუბარს დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში მოუსმენს, მიხვდება, რომ ეს არარეალურია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ადამიანი მსგავსი რთული როლისთვის გამოეყენებინათ, ვინაიდან ის იმასაც კი ვერ იხსენებს, თუ რისი თქმა სურდა წინადადების ბოლოში“, -განაცხადა ედვარდ სნოუდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner