მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება და მოძრავი დღესასწაულია.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.
სულთმოფენობის დღესასწაულზე მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რა დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.