უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის ანდრეი პარუბის განცხადებით, უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინის და ყველა უკრაინელის სწრაფვას, რომ შეიქმნას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია.
სამწუხაროდ ეკლესიას იყენებენ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს „რუსული სამყაროს“ აგრესიისა და უკრაინელების მკვლელობის პროპაგანდის მიზნით. სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, უკრაინული ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა, აუცილებლად მიგვაჩნია“, – განაცხადა ანდრეი პარუბიმ.