რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, კერძოდ დეი ერ ზორის რაონში, შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმის შედეგად 4 რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა.
უწყების ცნობით, თავდასხმა ღამის საათებში მოხდა, შეიარაღებულმა მებრძოლებმა ცეცხლი სირიის არმიის საარტილერიო დანადგარებს გაუხსნეს.
მათივე ცნობით, შეტაკების დროს 43 აჯანყებული დაიღუპა.