ზაფხულის ტურისტული სეზონი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ აჭარაში 3 ივნისს გაიხსნება. საზეიმო ღონისძიება ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.
სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T იზრუნებენ. საღამოს პროგრამა კი საკარნავალე შოუთი გაიხსნება, სადაც გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett” ლათინო-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარმოადგენს. პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ტურისტულ სეზონს აჭარა განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სასტუმროებით ხვდება. აჭარის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო ვიდეორგოლები BBC-ისა და EURONEWS-ის ეთერით გადაიცემოდა. აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. აჭარის შესახებ სტენდები იყო განთავსებული დუბაისა და ბეარსუსის ტურისტულ გამოფენებზეც. ახალი სასტუმროები გაიხსნა როგორ ბათუმში ასევე ქობულეთში, გონიოში, ჩაქვსა და ციხისძირში. ასევე გურიის სანაპიროზეც.