logo_geo
eng_logo
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები დგინდება
- +

27 მაისი. 2018. 20:49

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები დგინდება. საუბარია პირებზე, რომელთაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება მიანიჭოს.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მხედველობაში შემდეგი გარემოებები მიიღება: სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; ის ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირია ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ემიგრაციაში წასული პირია.

 

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნება შემდეგი გარემოებებიც: განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ისეთ ინვესტიციას ახორციელებს, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს; სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით გააგრძელოს.

 

„მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner