ავტორი თეონა რამაზაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ მეტრეველი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართვას გადაცემა „არჩევანში," სადაც მინისტრმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, „რეპორტიორთან" აფასებს:
„ცხადია, რომ არსებული ხელისუფლება ბევრად უფრო გახსნილია და ბევრად ადექვატურად პასუხობს არსებულ გამოწვებებს ვიდრე მისი წინამორბედი. მაგრამ აუცილებელია, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" უფრო ეფექტურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადეობას მიმდინარე სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა განვაცხადო: ხელისუფლება ვერ ახერხებს ნორმალურ წარმატებულ კომუნიკაციას ჩვენს მოსახლეობასთან."