მამა მიქაელ ბოტკოველმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გაბუნია კვლავ გააგრძელებს ღვთის მგმობი განცხადებებით გამოსვლას, ის ანათემას გადაეცემა“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
აქვე, მამა მიქაელ ბოტკოველი მეუფე იობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეუფე იობს შეუძლია, გამოიყენოს მისი მღვდელმთავრული უფლებამოსილება და შეუძლია, ადამიანი როგორც დალოცოს, ასევე დაწყევლოს კიდეც.