პოლონეთი მხარს უჭერს NATO-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას, - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ალიანსის კარი უნდა გაიღოს ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც NATO-ს წევრობიდან გამომდინარე ფასეულობებსა და მოვალეობებს იზიარებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას. ამ ქვეყნების ალიანსის მიღმა დატოვება სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს“, - განაცხადა კუხჩინსკიმ.