logo_geo
eng_logo
სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა
- +

28 მაისი. 2018. 12:28

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გააყალბეს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი  გამოყენებით  მოტყუებით დაირეგისტრირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  11 000 მ2  და 13 000 მ2  მიწის ნაკვეთები. ამ ეტაპზე, მოტყუებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner