ბაია ამაშუკელი BBC-ის სიუჟეტის შესახებ წერს:
„ამ BBC-ის "გაკვირვებაზე" გამახსენდა, მამა მწერალთა კავშირში მუშაობდა, როდესაც, მწრალთა დელეგაცია ჩამოვიდა (ბრიტანელები, ვიეტნამელები, რუსები და კიდევ რამოდენიმე ქვეყნიდან-აღარ მახსოვს სიდან.)
დელეგაციების ჩაომოსვლაზე, მწერალთა კავშირში, ბევრს მაშინვე ნაღვლის ბუშტის შეტევა, პანკრიასი და კუჭის წყლული ახსენდებოდა და სტუმრების შინ მიუპატიჟებლობის არგუმეტიც ეძლეოდათ! მამაჩემმა, რასაკვირველია, სტუმრების მიღებაზე უარი არ თქვა. მე და დედაჩემი დაგვაფაცურა, (წელშიც გაგვწყვიტა პურ-მარილის კეთებით). ოღონდ, მაშინდელმა (ალბათ უშიშროებამ) გააფრთხილა, არ გინდათ, ეს თქვენი სავსე ქართული სუფრა და ბუტერ-ბროდებით გაუწყვეთო. მამაჩემმა, რსაკვირველია (ბოდიშიდა ფეხებზე დაიკიდა"ჩიტის საკენკის" ეს რჩევა) და შემწვარი გოჭიც კი არ დაგვაჭრევინა (არ იფიქრონ სტუმრებმა გუშინდელი და გაცხელებულიაო) რა ბუტერ-ბროდი, დაუჭრელ გოჭს, ერთმა ბრიტანელმა ერთ ფეხში წაატანა ხელი, მეორემ, სუფრის მემორე მხრიდან- მეორე ფეხში და ასე გახლიჩეს შუაზე ეს საცოდავი გოჭი. ბუტერ-ბროდები კი არა, ლამის ფეხი მოგვაჭამეს ისე გამოსკდნენ.
ასეთი სუფრა რომ არ დაგვეხვედრებინა, ალბათ ჩვენც შეგვჭამდნენ და ახლა, ამათ ქართველების ჭამა-სამა გაუკვირდათ ვითომ?! უბრალოდ, უცხოეთიდან მუდმივად იმის მცდელობაა, რომ ჩვენი ტდაციები მოძველებულად და ბარბაროსულად წარმოაჩინონ! ჩვენ კი ჩამორჩენილ ერად გამოგვიყვანონ! რაც მთავარია, ყველაფერი სარწმუნოებას უნდა დაუკავშირდეს და ხალხში (განსაკუთრებით "პრადვინუტ ნაწილში") დანერგონ უარყოფითი დამოკიდებულება. მერე მართლმადიდებლობაზეც იტყვიან "მოძველებული ტრადიციაა" და ჩვეულებრივ, საერთო ქრისტიანობაზე (პროტსესტანპტობაზე, ბატისტობაზე, იაღოვლობაზე, კათოლიციზმზე, ანგლიკანობაზე და ა.შ) გადავიდნენო. ესეც, სავარაუდოდ, (ბრძანებითი ფორმით) "ევროკავშირის რეკომენდაცია და მოთხოვნა" იქნება, სადმე გასაწევრიანებლად და ასოცრებსითვის! ჩვენ კი, სოციალურ ქსელებში "გულის ფხანას, (ფხანა ქეცმ იცისო- ილია ამბობდა) ცოტა მეტი პროტესტისა და ღირსების დცვაზე რომ გვეზრუნა- არც ეს იქნებოდა ურიგო?!
ყველამ თქვენ თქვენს "უცხოელ მამიდებს" რომ მიხედოთ- უკეთესი იქნებოდა იქნებ?! არ მიყვარს სტუმარსა დ უცხოელთან უხეშობა, მაგრამ სხვა გზას აღარ ტოვებენ ეს ვითომ "ძაან კულტურული და არისტოკრატი" უცხოელები!"