logo_geo
eng_logo
სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 იუბილეს აღნიშნავენ
- +

28 მაისი. 2018. 13:19

 

 

 

სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. სარდარაპატთან აღმართული მემორიალი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.

 

​სარდარაპატის დასახლებასთან, 1918 წელს (21-29 მაისს), როდესაც სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებსა და თურქეთის არმიას შორის ბრძოლა მიმდინარეობდა, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, 28 მაისს თბილისში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირების შესახებ გამოაცხადა.

 

სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 2 წელი იარსება. 1920 წლის 2 დეკემბერს ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.

 

დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დღეს აზერბაიჯანშიც აღნიშნავენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner