კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გაიმართა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცებო“, ზაზა შეგეცოდათ? ბუტას მამა და დედა არა? ირინა ენუქიძე არა? ვაზაგაშვილის მამა და დედა არა? გიორგი გამცემლიძის დედა და მამა არა? ვალერი ფხაკაძის დედა და მამა არა? „სამგორის“ მეტროსთან საცერივით დაცხრილული ბიჭების მამები და დედები არა? ცხენისწყალში ჩაცხრილულების მშობლები არა? ოხ, კიდევ ბევრნი არიან, ბევრი. (მაპატიეთ, თუ ვინმე გამომრჩა). ზაზა სარალიძე მეც უზომოდ მეცოდება, მაგრამ თქვენ კი არავინ გეცოდებათ, არეულობა გინდათ, მეტი არაფერი!!! ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი საქმეები უსწრაფესად იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები სასტიკად დასჯილნი!!! პოლიტიკურ განცხადებებად გადააქციეს ნაცფაშისტებმა ასეთ სათუთ თემაზე დაგეგმილი აქცია! სადაც ეს ნაცჯალათები გამოვლენ, იქ აღარაფერი ესაქმება პატიოსან ადამიანებს! ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ ყველა შვილმკვდარ მშობელს! ეს უნდა დამთავრდეს! ნაცმკვლელო ჯალათებო!!! ეს ჩვენ გვახსოვს!!! რასაც თქვენ სჩადიოდით და ანადგურებდით პატიოსან ოჯახებს და გვიხოცავდით საამაყო ქართველ ახალგაზრდებს!“ - წერს ოქიტაშვილი.