logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ეს, გელათის ტაძარია... მარაზმი და საშინელება!
- +

4 მაისი. 2016. 04:42



„ეს, გელათის ტაძარია.... 1 კვირის წინ გადავიღე ეს ფოტოები! მარაზმი და საშინელება რომელსაც თქვენ გელათის ფრესკების ქვევით ხედავთ სამწუხაროდ - სინამდვილეა..."- ამის შესახებ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს:


„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღეს (!) გელათის ტაძარს "ამშვენებს".... გელათში დღეს (!) მაშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს (!)... მითხრეს, რომ ამ ყველაფერს ვერ შეეხებიან და ვერ გამოასწორებენ... რადგან ტაძარი ავთენტურობას დაკარგავსო! უგუნურნო მისმინეთ ახლა: - ამ ავტოგრაფებით, ლურსმნით ამოგლეჯილი დამახინჯებული ფრესკებით, უგვანო წარწერებით, სასანთლის გვერდით ტურისტების თავნება მოშარდვით, ზარების "უპრაგონო" რეკვით ტურისტების მხრიდან... დაა მოკლედ: - ფრესკების დაჭყაპვნით არ ეკარგება ავთენტურობა გელათს?!!! - კეეეეეთილი ინებეთ და მოიფიქრეთ რამე!!! გააკეთეთ ისე, რომ ეს სისაძაგლე და მდაბიოობა გაქრეს გელათის კედლების ფრესკებიდან!!!

 

 ერთი თვის უკან იტალიაში, წმ.ნიკოლოზის ტაძარში ვიყავი და იცით იქ ტურისტებს როგორ უყურებენ ხელებში?! იცით როგორ აკონტროლებენ ღიად თუ ფარულად?! - რომელ ავთენტურობაზე მელაპარაკებით ტაძარი, რომ შიგნიდანაა შეურაცხყოფილი?!!! - მოკლედ... ვისაც გევალებათ მოიფიქრეთ და ავთენტურობა და პირველადი სახე დაა იუნესკო პირადად მე სულ ცალ წამწამზე მკიდია, თუ ძეგლი განადგურდება!!!!!!!!!!!!!!!! (ბაგრატის ტაძრისა არ იყოს - ინგრეოდა, ლოდებად იშლებოდა, ტიპმა ააშენაა, გააკეთა (სხვა საქმეა, რომ შეცდომებით) და... ავთენტურობა დაკარგაა, ავთენტურობა დაკარგააა... სააკაშვილი სატაანაა... - ერთი სააკაშვილისაც და ერთი სატანისაც რაა...!!!!! მე ვხედავ ფაქტს: - დღეს ქუთაისს ამაყად დაჰყურებს გადარჩენილი ბაგრატის ტაძარი)..... გელათს მიხედეთ.....!!!!"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner