„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„წამლის ბარიგობა ყოფილა იდეა, იდეა თავისუფლების!!! ეს არის „ბასიანის“ ნარკორეალიზატორების ახალი გზავნილი!!! უკაცრავად და, ესენი ან ვერ არიან, ან ისეთს ეწევიან, რომ გონება სულ დაუბნელდათ!!! თავისუფლების იდეა სამშობლოს დამოუკიდებლობაა, სამართლიანობაა, ქრისტიანული ღირებულებების დაცვაა, თავისუფლების იდეა ილიას, ზვიადის, მერაბის მოწამეობრივი ცხოვრებაა, ბრძოლაა უძლეველ მტერთან, ზნეობრივი ფასეულობების დამკვიდრებაა და უზნეობის, გარყვნილების, ღალატის დამარცხებაა!!! თავისუფლების იდეა ვერასოდეს გახდება ბინძური და გარყვნილი იდეა, თავისუფლების იდეა ვერასოდეს გახდება ნარკოტიკები, თავისუფლების იდეა ვერასოდეს იქნება სიკვდილით ანუ წამლით ვაჭრობა!!! ამიტომ მინდა ვუთხრა „თეთრ ხმაურს“ თუ შავ ჭირს: თქვენ თავისუფლების იდეის მატარებლები კი არა, არამედ მონობის, წამალდამოკიდებულების, სიბინძურის, ჭუჭყის იდეის მატარებლები ხართ ,თქვენი იდეა დაავადმყოფებული და გამორფინისტებული მომავალი თაობებია, თქვენი იდეა ნარკოტიკის გაყიდვით ფულის შოვნაა, თქვენ და თავისუფლება ორი სხვადასხვა პოლუსი ხართ, ნამდვილი სიბნელე თქვენ ხართ და უფალი აუცილებლად დაგამარცხებთ და გაგაცამტვერებთ. საქართველოში თავისუფლების იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს, ოღონდ თქვენს გარეშე!!!“ - წერს ბრეგაძე.