გადაცემაში „არჩევანი" ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მინისტრმა გიორგი გაბუნიასთან და აკაკი გოგიჩაიშვილთან ერთად საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელა, თუმცა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტების კითხვებმა და დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ბექა მჭედლიშვილი: „დიმიტრი ქუმსიშვილმა ათრია გიორგი გაბუნია თავის აკაკი გოგიჩაიშვილით და ბოლოს ვითომ შემთხვევით გაითიშა პირდაპირი ჩართვა მასთან. ვახ, რა სამარცხვინოობა დაგმართათ ქუმსიშვილმა ობიექტურებო"