POSTV-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო მხარდაჭერით, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ წერს.
„მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო მხარდაჭერით, იწყებენ იმ ვალაუვალი მოქალაქეების აღრიცხვას, რომლებსაც საკუთარი თავის ან ოჯახის წევრების ციხის ჯურღმულებიდან დასახსნელად საცხოვრებელის დაგირავება მოუწიათ და კაბალური პირობებით აღებული სესხები საპროცესო გარიგებისთვის მიუტანეს ადეიშვილ-გვარამიას და რომლებმაც ან უკვე დაკარგეს ეს ქონება, ან დღე-დღეზე დაკარგავენ მას“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.