„დიმიტრი ქუმსიშვილი არის დღის გმირი!"- ასე აფასებს ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პირდაპირ ჩართვას გადაცემა „არჩევანში."
„ისე ორგანიზებულად გაუმკლავდა ერთდროულად - გიორგი გაბუნიას და გიორგი გოგიჩაიშვილს, რომ ვერაფერი მოუხერხეს, ბოლოს ეთერიდან გათიშეს. მინისტრი კი არის, მაგრამ სად "მალავდით" ამ ხნის მანძილზე?!
აი, ეს იყო კარგად მომზადებული მხარე. ამაზე ნაკლები არ უნდა დასვა მსგავს ეთერებში.
P.S. მოვიდა სეტყვა - დახვდა ქვა!"