ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, დიპლომატი და მოგზაური ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოებს ავრცელებს:
„პირველ რიგში, ვარძიაში, ამ ცოტა ხნის წინ, გაჩენილი ხანძრის ნაკვალევი მაინტერესებდა, რომელმაც ჭვარტლით დაფარა არაჩვეულებრივი ფრესკების დიდი ნაწილი... მადლობა ღმერთს, შესანიშნავად აღუდგენიათ, მადლობა ოსტატებს!“ - წერს ვადაჭკორია.