logo_geo
eng_logo
„ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ მოგვეთხოვება და ჩვენს პასუხისმგებლობაშია“ - კობა გვენეტაძის პასუხი რომან გოცირიძეს
- +

28 მაისი. 2018. 22:37

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კრიტიკას პასუხობს.

 

„ბატონო რომან, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ფინანსურ სისტემაზე ვსაუბრობთ, ფინანსური სისტემა არ არის მხოლოდ ის, რაც მხოლოდ ეროვნულ ბანკს ეხება. ზოგჯერ, არის ხოლმე ისეთი არასწორი გაგება, რომ თუ სიტყვაზე სადმე ფული ახსენეს, ან საპროცენტო განაკვეთი, ეს მხოლოდ ეროვნული ბანკია. ასე არ არის, ზოგადად, ეს არის ქვეყნის ხელისუფლების ამოცანა და არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის.

 

რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ფუნქციები და მთავრობას - თავისი. მაგალითად, იგივე ლომბარდებთან დაკავშირებით, ჩვენთან საერთოდ არ შემოდის ეს მიმართულება და მთავრობას აქვს ინიციატივები, რომლის გაჟღერებაც ხდება და შემდგომ პარლამენტში მოტანა. ასე რომ, ამ მიმართულებით, ნამდვილად საჭიროა ერთობლივად მუშაობა, თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის განხორციელების დროს. ეს არის ის ეკონომიკური გუნდი, რომელიც ერთად საუბრობს და განიხილავს საკითხებს, არის კონსულტაციები, ხდება შეჯერება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ მოგვეთხოვება და ჩვენს პასუხისმგებლობაშია და მთავრობა იმას, რაც მის პასუხისმგებლობებშია, მაგრამ საბოლოოდ, მიზანი არის ნამდვილად ერთი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ჰკითხა, თუ რატომ აანონსებს ეროვნული ბანკის გასაკეთებელს ფინანსთა მინისტრი წინასწარ? რომან გოცირიძის განცხადებით, მამუკა ბახტაძის ბოლოდროინდელი განცხადებები გავლენას ახდენს საფინანსო ბაზარზე და ნდობას უკარგავს მთლიანად ფინანსურ ინსტიტუტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner