logo_geo
eng_logo
ბათუმში, ლიფტში ახალგაზრდა ქალს 62 ჭრილობა მიაყენეს
- +

28 მაისი. 2018. 23:16

 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი 31 წლის იზოლდა აბაშიძეა. ინფორმაციას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შესვლისთანავე მას ბასრი საგნით შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 ჭრილობა თავის ქალის, სახის, გულ-მკერდის, ზურგის, წელის და ფეხის არეში მიაყენა. იზოლდა აბაშიძე ამ დრომდე სიკვდილს ბათუმის ჰოსპიტალში ებრძვის.

 

მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა იზოლდა აბაშიძე მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც გაჭედილი ლიფტის კარი გახსნეს. ლიფტის კაბინაში იმყოფებოდა თავდამსხმელიც, თუმცა მან მეზობლებს უთხრა, რომ დაშავებული მისი ცოლი იყო და ხალხს დახმარება სთხოვა. შემდეგ კი შეიარაღებულმა მამაკაცმა ქაოსით ისარგებლა და გაიქცა.

 

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 

არსებული ინფორმაციით, იზოლდა აბაშიძე თავდასხმის დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner