logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: რეზო ბულია სააკაშვილის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა... დღეს მისი დაბადების დღეა...
- +

28 მაისი. 2018. 23:50

 

 

„ეს რეზო ბულია გახლავთ. დღეს მისი დაბადების დღეა, არადა, 2 წელია, რაც გარდაიცვალა. რეზო სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა ჩემთან ერთად შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობაში ცილისმწამებლური ბრალდებით გაასამართლა და 4,5 წლით ციხეში ჩასვა. იქ ჯანმრთელობა შეერყა და ისე წავიდა ამქვეყნიდან, რეაბილიტაციას ვერ მოესწრო. რეაბილიტაცია კი, 3 დღის წინ, 25 მაისს მოხდა - სასამართლომ რეზო გაამართლა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რეზო ბულია სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა მოკლა. მარტო ამ რეჟიმის ნამსხვრევები კი არა, სააკოვის ყველა მომხრე - რეზოს მკვლელობის თანამონაწილეა და უმკაცრესად აგებენ პასუხს, როგორც აქ - ამ ქვეყანაზე, ისე ზეცაშიც - ღვთის წინაშე!

 

რეზო, მეგობარო, უფალმა გაცხონოს!

დაბადების დღეს და გამართლებას ერთდროულად გილოცავ!“ - წერს ზაზა დავითაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner