logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ეს ცვლილება დადებითად აისახება მრავალი ათასი ქართველის ცხოვრებაზე
- +

29 მაისი. 2018. 00:02

 

კანონით ორმაგი მოქალაქეობის მიღების პირობები დგინდება. ცვლილების მიხედვით, თუ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდება, მას სტატუსი შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ მანამდე საქართველოდან ჰქონდა შესაბამისი თანხმობა.

 

სიახლეა მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებაც. ცვლილებები ახალ კონსტიტუციას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, მშობლიურის ავტომატურ დაკარგვას არ ნიშნავს. პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

 

როგორც სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე აცხადებს, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებზე დადებითად აისახება:

 

„ეს ცვლილება ნამდვილად დადებითად აისახება მრავალი ათასი ქართველის ცხოვრებაზე, რომლებიც ახლა იმყოფებიან საზღვარგარეთ, მუშაობენ და საკუთარ სამშობლოში ზრუნავენ საკუთარ ახლობლებზე, საკუთარ ოჯახებზე და ამავდროულად, სურთ, რომ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და ჰქონდეთ ქართულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner