ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმადან დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს.
მოზარდის პოვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გოგონა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
ოჯახი მოზარდის გაუჩინარების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.
მოზარდს სამართალდამცველები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.